მოგება სამ სეტში - ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიის ქალაქ ოეირაშის ჩელენჯერზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰუესლერი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 163-ე ადგილზე იმყოფება, სამ სეტში, 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მეორე და მესამე სეტებში კი ქართველის უპირატესობა ყველა კომპონენტში აშკარა იყო და ყოველივე ეს საბოლოოდ შედეგშიც აისახა. ცნობისათვის, ბასილაშვილი პირველ წრეში გამოცდილ რადუ ალბოტს დაუპირისპირდა და გაცილებით მარტივად, ორ სეტში გაიმარჯვა.
ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე 18 წლის ბელგიელი ალექსანდრ ბლოკში იქნება, რომელმაც დღეს ავსტრიის სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი სამ სეტში დაამარცხა. რეიტინგის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამ ტურნირს ბასილაშვილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩელენჯერის მოგების შემთხვევაში ის ტოპ-150-ში გარანტირებულად შევა.