ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„2025-ში წლის ნოკაუტი იქნება“ - მახაჩევმა ჯილდო ჩაიბარა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი წლის საბმიშენის ავტორისთვის განკუთვნილი პრიზით დააჯილდოვეს. 33 წლის დაღესტნელმა მებრძოლმა აღიარება იმ მახრჩობელა ილეთისთვის დაიმსახურა, რომლითაც მან ამერიკელი დასტინ პორიე UFC 302-ის ფარგლებში გასული წლის 2 ივნისს დაამარცხა. ისლამს 2025-ში კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს, რაზეც მის მიერ გაკეთებული კომენტარიც მეტყველებს.

ისლამ მახაჩევი

ვამაყობ, რადგან ჩემი და პორიეს ორთაბრძოლა MMA-ს ლამის ყველა მოყვარულმა 2024 წლის საუკეთესო ჩხუბად და საუკეთესო ფინიშად დაასახელა. ის იყო ჩემს კარიერაში გამორჩეული და ამავდროულად იშვიათად სისხლიანი ორთაბრძოლა, რომელიც ბოლო რაუნდში წარმატებით დავასრულე.

ჩემს კოლექციაში უკვე არის წლის საუკეთესო ბრძოლისთვის და საუკეთესო საბმიშენისთვის დაწესებული ჯილდოები. 2025-ში კი ვაპირებ საუკეთესო ნოკაუტის ავტორი გავხდე.

შეგახსენებთ, რომ საბმიშენის შესრულების შემდეგ რამდენიმე დღის წინ ისლამმა უკვე ბრაზილიელი რენატო მოიკანო დაამარცხა და მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი სარეკორდოდ, მეოთხედ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი
პირადი ვერტმფრენი და აპარტამენტები მაიამიში - რა ქონებას ფლობს არმან ცარუკიანი