„თუ რემატჩი შედგა, მერაბი ომალის დააფინიშებს“ - დვალიშვილის მწვრთნელი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა შონ ომალისთან პოტენციურ რემატჩზე ისაუბრა.
ჯონ ვუდი:
„ვფიქრობ, მერაბი მას რემატჩში დააფინიშებს. მერაბის სასარგებლოდ მოულოდნელობის ფაქტორი მოქმედებდა - მის მეტოქეებს ასეთ მებრძოლთან დაპირისპირების გამოცდილება არ ჰქონიათ. ახლა ომალის პირველი ჩხუბის გამოცდილება აქვს, ამიტომ მე ველოდები, რომ „შუგა“ და ტიმ უელჩი შეიმუშავებენ გეგმას.
თუმცა მერაბი იმდენად სწრაფად აუმჯობესებს თავის უნარებს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ის მზად იქნება. უმართან ბრძოლისთვის რაც გააკეთა, ეს ყველაფერი მხოლოდ 5 კვირაში შევძელით.
შონ ომალის კარგი დარტყმა აქვს, მაგრამ მერაბის დანოკაუტება მარტივი არ იქნება. ახლა მერაბი დაცვაში კიდევ უფრო უკეთესად მოქმედებს“.
შეგახსენებთ, რომ UFC 310-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აქვე გეტყვით, რომ საჩემპიონო ქამარი მერაბმა სწორედ შონ ომალისთან ჩხუბში მოიგო.