მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მსაჯების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“ - უმარის ძმა მერაბთან ჩხუბზე

უმარ ნურმაგომედოვის ძმამ, უსმან ნურმაგომედოვმა MMA Junkie-ს პოდკასტში საუბრისას უმარისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც გამარჯვება ქართველ „მანქანას“ მიენიჭა, გაკვირვებული იყო.

რას ამბობს უსმან ნურმაგომედოვი:

„გულწრფელად გეტყვით, რომ გადაწყვეტილებამ ცოტა გამაკვირვა, რადგან მეგონა, რომ პირველი სამი რაუნდი უმარმა მოიგო. როდესაც აცხადებდნენ - „კვლავ“, მეგონა, რომ იტყოდნენ „და კვლავ დაუმარცხებელს“. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც „ალჰამდულილა“. რა თქმა უნდა, ეს უსამართლო გადაწყვეტილება ჩემზე მოქმედებს, მაგრამ ვცდილობ, რომ ამაზე საუბრისგან თავი შევიკავო“.

„არა უშავს, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ტიტულისკენ და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ალჰამდულილა, ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვართ ღმერთის და ამჯერადაც იგივეა, არაფერი შეცვლილა. უმარი თავის სათქმელს მაინც იტყვის. ორი ბრძოლა და ის კვლავ ტიტულისთვის იბრძოლებს“.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბზე არავის არაფერი უკითხავს“ | მაგდი ამაჩოვმა უმართან ვარჯიშზე ისაუბრა
„მერაბზე არავის არაფერი უკითხავს“ | მაგდი ამაჩოვმა უმართან ვარჯიშზე ისაუბრა