სვენ გორან ერიქსონი
Aa
Aa

ვალების დასაფარად - ერიქსონის ოჯახის წევრები მის ნივთებს ჰყიდიან

წარსულში ცნობილი შვედი სპეციალისტის სვენ-გორან ერიქსონის ოჯახის წევრებმა მისი ნივთები აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. ინგლისის ნაკრების, „მანჩესტერ სიტის„, „ლაციოსა“ და „რომას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რომელიც გასული წლის 26 აგვისტოს, 76 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, 10,5 მილიონი ევროს ოდენობის ვალი დარჩა.

ერიქსონს დავალიანების ყველაზე დიდი ნაწილი, 8 მილიონ 600 ათასი დიდი ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურის წინაშე აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ ვადა ძალიან მალე იწურება, სკანდინავიელის ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ ფული ასეთი გზით ეშოვათ. ამჟამად აუქციონზე საერთო ჯამში 98 ნივთია გატანილი. მათ შორისაა ერიქსონის დღიურები და ტაქტიკის დასახაზი სამახსოვრო დაფები 2004 წლის ევროპისა და 2002 და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებიდან. ასევე 1999-2000 წლების სეზონის სერია A-ს და კოპა იტალიის ოქროს მედლები და Armani-სა და Burton-ის კოსტიუმები, რომელსაც ის ინგლისის ნაკრების დამრიგებლად მუშაობისას იცვამდა. თითოეული ნივთის საწყისი ფასი 7 ფუნტს შეადგენს.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ერიქსონს უამრავ გუნდში უმუშავია, თუმცა მისთვის ყველაზე წარმატებული უდავოდ „ლაციოში“ გატარებული პერიოდი იყო, რომელსაც თითოჯერ სკუდეტო, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი, ხოლო ორ-ორჯერ კოპა იტალია და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კი, კარგი ცხოვრება მქონდა“ - ერიქსონი საზოგადოებას ფილმით ემშვიდობება
“კი, კარგი ცხოვრება მქონდა“ - ერიქსონი საზოგადოებას ფილმით ემშვიდობება