სხვა შეკითხვა დამისვით - ალ-ხელაიფი მბაპეს ხსენებაზე
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ (4:2) გამარჯვების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო, თუმცა პრესის წარმომადგენლებმა კილიან მბაპესთან დაკავშირებით სხვადასხვა კითხვების დასმით მისი გაბრაზება მაინც მოახერხეს.
ნასერ ალ-ხელაიფი
საერთოდ, როდესაც ამა თუ იმ კლუბის პრეზიდენტს შეკითხვებს უსვამენ, ყოველთვის ცდილობენ იმის თაობაზე ჰკითხონ, რომელიც მის გუნდს წარმოადგენს. თქვენ თუ დაინტერესდებით „პარი სენ-ჟერმენის“ რომელიმე მოთამაშეზე, დაუბრკოლებლად გაგცემთ პასუხს, მაგრამ სხვა კლუბის წარმომადგენლების არც ცუდი და არც კარგი ასპარეზობის თაობაზე რაიმე კონკრეტულის თქმა ჩემი საქმე არ არის.
შეგახსენებთ, რომ მბაპე „პარი სენ-ჟერმენიდან“ პრეზიდენტთან კონფლიქტის ფონზე წავიდა და ამჟამად ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სასამართლო დავას აწარმოებს და იმ 55 მილიონ ევროს ედავება, რომელიც ბონუსის სახით უნდა მიეღო.