მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„მისი დომინირება ძალიან შთამბეჭდავია ნოკაუტების გარეშეც“ - ალჯო მერაბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კი ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში თავის ახლო მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას, დაიმსახურებდა თუ არა დვალიშვილი კიდევ უფრო მეტ აღიარებას, თუ მეტოქეებს ნოკაუტებით ან ილეთებით მოუგებდა.

ალჯამეინ სტერლინგი:

„რა თქმა უნდა, ფინიშები ყოველთვის კარგია, მაგრამ ტოპ-დონის მეტოქეების დაფინიშება ძალიან რთულია. ყველა ისლამ მახაჩევივით ვერ იქნება - ის ყველა თავის ოპონენტზე გაცილებით ძლიერია. მერაბი იგებს, ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს მეტოქეებზე, მაგრამ დაფინიშებით მოგებები მას ძალიან გამოადგებოდა.

მერაბი დიდი ხანია, საუკეთესოებს ებრძვის. სუპერმსუბუქი წონა UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო დივიზიონია. ის, თუ როგორ დომინირებს დვალიშვილი, ძალიან შთამბეჭდავია ნოკაუტების გარეშეც“.

შეგახსენებთ, რომ UFC 310-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

აქვე გეტყვით, რომ UFC-ში დვალიშვილს 12 გამარჯვება აქვს, საიდანაც 11 მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ერთი კი ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
180 დღით მოკვეთეს - უმარის სასჯელი
180 დღით მოკვეთეს - უმარის სასჯელი