ჯიმი ბატლერი
Aa
Aa

სიტუაცია ისევ დაიძაბა - ახალი სანქციები ბატლერს

ჯიმი ბატლერსა და „მაიამი ჰიტს“ შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. 35 წლის კალათბურთელი უკვე დიდი ხანია საკუთარ თავს ამ გუნდის წევრად არ განიხილავს და ისე იქცევა, რომ წასვლა გადაწყვეტილი აქვს. სწორედ კლუბის შინაგანაწესის დარღვევის გამო, ის შვიდი მატჩით იყო მოკვეთილი, თუმცა ხელმძღვანელებმა დისკვალიფიკაცია მას კიდევ ორი თამაშით გაუხანგრძლივეს.

კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზი გუნდის გაფრენის დროს, ბატლერის რეისზე დაგვიანება გახდა, რის გამოც მას თანაგუნდელები საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდნენ. როგორც „ჰიტის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, არსებული ვითარება დიდხანს ასე ვეღარ გაგრძელდება და თუ ბატლერი უფრო დისციპლინირებული არ გახდება, მის მიმართ კიდევ უფრო გადამჭრელ ზომებს მიმართავენ და ხელფასს ჩამოაკლებენ.

წლევანდელ სეზონში ბატლერმა მხოლოდ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 17 ქულას, 5,2 მოხსნასა და 4,8 გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი ძალიან მომეწონა“ | ვემბანიამას ფავორიტი ქართული კერძი ხინკალია
„ყველაფერი ძალიან მომეწონა“ | ვემბანიამას ფავორიტი ქართული კერძი ხინკალია