პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„თუ ბრიუგეს ვერ მოვუგებთ, ესე იგი პლეიოფს არ ვიმსახურებთ“ - გუარდიოლა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენთან“ წაგებული მატჩი (2:4) შეაფასა.

პეპ გუარდიოლა:

„პირველ ტაიმში პსჟ-ს მომენტები ჰქონდა, ჩვენც გვქონდა ერთი-ორი მომენტი, მაგრამ ისინი გვჯობდნენ. 5 წუთში ორი გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი 5 წუთში ორი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც პარიზელებმა საკუთარი შესაძლებლობების დაიჯერეს. ისინი უფრო სწრაფად თამაშობდნენ და გვაჯობეს.

დღეს გაიმარჯვა მან, ვინც უფრო ძლიერი იყო. ჩვენ ბოლო შანსი გვექნება - საკუთარ კედლებში, „ბრიუგეს“ წინააღმდეგ. თუ ვერ მოვიგებთ, ესე იგი პლეიოფში გასვლას არ ვიმსახურებთ. ასეთია რეალობა: ჩვენ ვერ დავაგროვეთ საჭირო რაოდენობის ქულები და ეს უნდა მივიღოთ“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩის შემდეგ „ქალაქელებს“ 8 ქულა დაუგროვდათ. „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილის 25-ე ადგილზეა. ბოლო ტურში პეპ გუარდიოლას გუნდი საკუთარ კედლებში „ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის ექნება“ - ლუის ენრიკე სიტისთან გამარჯვების შემდეგ
„სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის ექნება“ - ლუის ენრიკე სიტისთან გამარჯვების შემდეგ