კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„შეტევაში პრობლემა არ გვაქვს, დანარჩენის გამოსწორებაზე ვმუშაობთ“ - ანჩელოტი

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ზალცბურგთან“ მოგებული მატჩი (5:1) შეაფასა.

კარლო ანჩელოტი:

„მიზანს მივაღწიეთ - მოვიგეთ და კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველ წუთებში ცოტათი არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით, შემდეგ კი სიტუაცია გამოვასწორეთ. შეტევის ხაზთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს, დანარჩენის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. თავდასხმაში ძალიან ეფექტიანად ვმოქმედებთ, თუმცა სხვა რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს - ზოგჯერ ეს გამოგვდის, ზოგჯერ კი არა, თუმცა სწორ გზაზე ვართ.

გაშვებული გოლის გამო გაბრაზებული არ ვარ - დაცვაში კარგად ვითამაშეთ. რუდიგერი კარგი იყო, ალაბა დაბრუნდა, ასენსიო ფორმაშია. გაშვებული გოლები საერთო პრობლემაა. ეს საკვანძო მომენტია, თუ კოლექტიური თავგანწირვით ვითამაშებთ, წარმატებას მივაღწევთ და გამოვიყენებთ იმ უპირატესობას, რომელსაც შეტევის ხაზი გვაძლევს.

ბელინგემს ზურგი აწუხებდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ მბაპეს და ბელინგემის დასვენება გადავწყვიტე. როგორი მეტოქე შეგვხვდება შემდეგ ეტაპზე? წინასწარ არასოდეს იცი, მაგრამ ნათელია, რომ ბოლო თამაში უნდა მოვიგოთ და ამაში „რეალისთვის“ ახალი არაფერია“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩის შემდეგ „რეალს“ 12 ქულა დაუგროვდა. „სამეფო კლუბი“ სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. ბოლო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის ექნება“ - ლუის ენრიკე სიტისთან გამარჯვების შემდეგ
„სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის ექნება“ - ლუის ენრიკე სიტისთან გამარჯვების შემდეგ