ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

350-მილიონიანი წინადადება - ვინისიუსი კონკრეტულს არაფერს ამბობს

ვინისიუს ჟუნიორის საუდის არაბეთში გადაბარგება სულ უფრო რეალური ხდება. ავტორიტეტული გამოცემა Givemesport-ის ცნობით, „ალ-აჰლის“ ხელმძღვანელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტთან სამუშაო შეხვედრები უკვე გამართეს და იმდენად სარფიანი პირობები შესთავაზეს, რომ სამხრეთ ამერიკელი სამეფო კლუბის დატოვებაზე სერიოზულად დაფიქრდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უკმაყოფილო არც „ბლანკოსი“ დარჩება, რადგან ვინის სანაცვლოდ სარეკორდო სატრანსფერო თანხას, 350 მილიონს სთავაზობენ.

ჟუნიორისთვის „ზალცბურგთან“ (5:1) მოგებული შეხვედრა დასამახსოვრებელი გამოდგა - მან დუბლი შეასრულა და სამეფო კლუბის რიგებში თავისი მე-100 და 101-ე ბურთები გაიტანა, ხოლო არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საუდის არაბეთში გადაბარგებას, ვინისიუსმა მიუგო, რომ მადრიდში ბავშვი ჩამოვიდა და შანსი აქვს, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, სხვა დანარჩენზე ფიქრისთვის კი დრო არ რჩება.

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას სამეფო კლუბი ლა ლიგაში სტუმრად „ვალიადოლიდთან“ ჩაატარებს, ხოლო ლიგის ჯგუფს „ბრესტთან“ ასევე გასვლითი მატჩით დაამთავრებს. ორივე ამ თამაშს, ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო, ვინისიუსი გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალს კლასიკო 9 კაცით უნდა დაესრულებინა“ - ფიფას ყოფილი არბიტრი
„რეალს კლასიკო 9 კაცით უნდა დაესრულებინა“ - ფიფას ყოფილი არბიტრი