პსჟ-მ პრობლემა მოაგვარა - კოლო მუანი იუვენტუსს შეუერთდება
რანდალ კოლო მუანის საგა დასრულდა. ფრანგი ფეხბურთელი ახლა უკვე თავისუფლად შეუერთდება ტურინის იუვენტუსს.
პარი სენ ჟერმენმა ხუან ბერნატს კონტრაქტი გაუწყვიტა და სწორედ ეს გახდა აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზა.
შეგახსენებთ, რომ კოლო მუანიმ ბებერ ქალბატონთან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერი ოფიციალურად იჯარის წესით იყო შეთანხმებული, თუმცა სიტუაცია პარიზელთა ბავშვურმა შეცდომამ გაართულა.
ფრანგულ გიგანტს იჯარით გაშვებული ფეხბურთელების ლიმიტი ამოწურულა ჰქონდა და მუანის ტურინში გადაბარგება ამის გამო შეფერხდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს პრობლემა ბერნატთან კონტრაქტის გაწყვეტით მოგვარდა და ფრანგი თავდამსხმელი იუვენტუსს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა რანდალის სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ვერ გამოიყენა. 26 წლის ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 54-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
❗️Le PSG a resilié le contrat de Juan Bernat. Il n’est plus un joueur du club. Randal Kolo Muani va pouvoir s’engager officiellement en prêt à la Juventus ✅
— Fabrice Hawkins (@FabriceHawkins) January 22, 2025