“მინიმუმ სეზონის ბოლომდე აქ იქნება“ - საჟი მიქაუტაძეზე
ევროპის ლიგის ფაზის მორიგ ტურში ლიონი ჟოზე მოურინიოს ფენერბახჩეს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ფრანგული გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა მიქაუტაძის შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს, რაზეც პიერ საჟმა უპასუხა:
პიერ საჟი:
„მინიმუმ სეზონის ბოლომდე გიორგი მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს თურქული გალათასარაი იჩენდა და ლიონს შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა ფრანგებმა დატოვეს.
ცნობისთვის, მიქაუტაძე ლიონს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მეციდან შეუერთდა.
დღემდე, ჟორჟმა ლიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 25-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.