მილანი, მანჩესტერ სიტი, კაილ უოკერი
Aa
Aa

დადასტურდა - უოკერი მილანში ითამაშებს

მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი კაილ უოკერის მომავალი იყო.

ინგლისელმა უკანახაზელმა მანჩესტერ სიტის დატოვება გადაწყვიტა. თავდაპირველად მას მადრიდის რეალს უკავშირებდნენ, თუმცა ბლანკოსმა კაილი ასაკის გამო დაიწუნა.

ამის შემდეგ, საქმეში მილანი ჩაერთო. როსონერის უოკერის იჯარის წესით წაყვანა სურდა, თუმცა სიტის პრიორიტეტი გაყიდვა იყო.

სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

უოკერი იტალიურ გუნდს იჯარის წესით შეუერთდება, მაგრამ კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება ჩაიდო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 6-თვიანი იჯარის გასვლის შემდეგ, მილანი ინგლისელ მარჯვენა მცველს ზაფხულში გამოისყიდის.

შეგახსენებთ, რომ უოკერი ქალაქელებს 2017 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 319 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები