„პსჟ მხოლოდ დასაწყისია“ - ცნობილი აგენტი ხვიჩას ტრანსფერზე
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, პაულო ბარბოსამ RB Sport-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი პსჟ-ში გადასვლა შეაფასა.
რას ამბობს ბარბოსა:
„ვფიქრობ, ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი მოვლენაა, მაგრამ მგონია, რომ მას სხვა საინტერესო ვარიანტებიც ჰქონდა. ჩემი აზრით, ფრანგული ფეხბურთი მას არ მოუხდება. ხვიჩასთვის ესპანეთში თამაში უფრო მარტივი იქნებოდა, ან თუნდაც, ინგლისში. ფრანგული ფეხბურთი მისთვის არ არის შექმნილი, მგონია, რომ დიდი მოტივაცია არ ექნება, რადგან იქ მხოლოდ ერთი გუნდია“.
„ხვიჩა უნიკალური მოთამაშეა და ვფიქრობ, რომ უფრო დიდ ჩემპიონატში უნდა ითამაშოს. მას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ უმაღლესი დონის კლუბში თამაში - მას მაღალი კონკურენცია და განვითარებისთვის სტიმული სჭირდება, დიდ კლუბში თამაშით კი თავისი თავისგანაც უფრო მეტს მოითხოვს. მაგრამ ვნახოთ, პსჟ მხოლოდ დასაწყისია და შესაძლოა, მალე ხვიჩა სხვა, უფრო მაღალი დონის კლუბშიც ვიხილოთ“.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.