მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი, რენატო მოიკანო
Aa
Aa

ვინ რამდენი კილოგრამი მოიმატა | რამდენს იწონიდნენ UFC 311-ის მონაწილეები ჩხუბისას

გასულ უქმეებზე, ლოს ანჯელესში, UFC 311 გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენაც, ისლამ მახაჩევისა და რენატო მოიკანოს დაპირისპირება იყო. ამავე ღონისძიებაზე, მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბი ვიხილეთ და „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაიცვა.

ახლახან, ცნობილი გახდა რომელი მებრძოლი რამდენ კილოგრამს იწონიდა ჩხუბის დღეს. დვალიშვილმა აწონვების დღეს, 60.7 კილოგრამი დააფიქსირა, ორთაბრძოლისას კი 71.1 კგ-ს იწონიდა. უმარმა სასწორზე 61.2 კგ დააფიქსირა, ოქტაგონზე კი 71.1 კგ გახლდათ.

ისლამ მახაჩევი წონის ჩაბარებისას 70 კილოგრამი გახლდათ, ჩხუბისას - 80.7. რენატო მოიკანომ 70.3 დააფიქსირა და ორთბრძოლისას 82.4 კილოგრამი იყო. ირჟი პროხაზკა ჩხუბისას 94.4 კილოგრამს იწონიდა, ჯამაჰალ ჰილი - 100.6.

საინტერესოა, რომ პროხაზკაზე მეტს იწონიდა რაინერ დე რიდერი, რომელიც ირჟიზე დაბალ წონით დივიზიონში ასპარეზობს. დე რიდერის წონა 96.1 კილოგრამი იყო, მისი მეტოქის, კევინ ჰოლანდის - 86.3.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბის მომდევნო მეტოქე შონ ომალი იქნება“ - დანიელ კორმიე
„მერაბის მომდევნო მეტოქე შონ ომალი იქნება“ - დანიელ კორმიე