ილია თოფურია აპრილში ბრუნდება? | რას წერს Mundo Deportivo
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე წერს და ვარაუდს გამოთქვამს, რომ „მატადორის“ მომდევნო ჩხუბი აპრილში, UFC 314-ზე გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, UFC აპრილში თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის რემატჩის გამართვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ილიას მსუბუქ წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევთან ჩხუბი სურდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ UFC 314-ზე შესაძლოა ერთბაშად ორი სატიტულო ჩხუბი შედგეს. საუბარია უმსუბუქეს წონით დივიზიონზე, რომელშიც ალეშანდრე პანტოჟამ ქამარი უკვე სამჯერ დაიცვა და მისი მომდევნო მეტოქე ახალზელანდიელი კაი-კარა ფრანსი უნდა იყოს.
ცნობისთვის, პანტოჟამ ბოლოს დეკემბერში, UFC 310-ზე იჩხუბა და კაი ასაკურა მეორე რაუნდში დააფინიშა.
აქვე გეტყვით, რომ UFC 311-ის მსგავსად, სადაც მაყურებელმა ორი საჩემპიონო ჩხუბი იხილა (ისლამ მახაჩევი და მერაბ დვალიშვილი), ქამრის ორი დაცვა გაიმართება UFC 312-ზე, სიდნეიში, სადაც ვეილი ჟანი (ქალთა მინიმალური წონა) ჩემპიონის ტიტულს ტატიანა სუარესთან, ხოლო დრიკუს დუ პლესი (საშუალო წონა) - შონ სტრიკლენდან ჩხუბში დაიცავს.