ტრაბზონსპორი ირაკლი აზაროვით დაინტერესდა | უკრაინული მედია
„ტრაბზონსპორი“ უკრაინის ჩემპიონატიდან რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგამას.
როგორც უკრაინული მედია წერს, თურქული კლუბის მთვარი მწვრთნელი, შენოლ გიუნეში დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელების გაფორმებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ იქნება.
Sport.ua-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც „ტრაბზონსპორს“ აინტერესებს, დონეცკის „შახტარის“ ქართველი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვია.
„ტრაბზონსპორის“ მთავარი მწვრთნელი სტამბულში იმყოფებოდა, სადაც კლუბის პრეზიდენტს მომავალი ტრანსფერების განსახილველად შეხვდა. შენოლს მიაჩნია, რომ უკრაინაში ომის გამო, ბევრ ფეხბურთელს ქვეყნის დატოვება სურს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის აზაროვი „შახტარში“ 2023 წლის აგვისტოდან თამაშობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.