მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დანიელ კორმიე
Aa
Aa

„მერაბის მომდევნო მეტოქე შონ ომალი იქნება“ - დანიელ კორმიე

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა, დანიელ კორმიემ თავის იუთუბ არხზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანას“ მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, შონ ომალი იქნება.

რას ამბობს კორმიე:

„ვიცი, რომ დენა უაითს მერაბის მომდევნო მეტოქედ შონ ომალი სურს. ვფიქრობ, მომდევნო ბრძოლა სწორედ ეს იქნება. დენა ამის შესახებ თავად მითხრა“.

„შუგას“ მოუწევს, რომ მთავარი ყურადღება ჭიდაობაზე გაამახვილოს. ამ მიმართულებით უნდა მემზადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარანტირებულად იგივე შედეგს მიიღებს“.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება. „მანქანა“ ორივე მებრძოლთან საჩხუბრად მზად არის. საგულისხმოა, რომ „მანქანა“ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი სწორედ შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მენდესი თოფურიაზე: მისი ფანი ვარ, საუკეთესო კრივი აქვს UFC-ში
მენდესი თოფურიაზე: მისი ფანი ვარ, საუკეთესო კრივი აქვს UFC-ში