„ბოლო 6 თვე გამოწვევა იყო“ - რას ამბობს შჩესნი ბარსელონაში გადასვლაზე
ვოიცეხ შჩესნიმ Movistar+-ს ეთერში, მისი „ბარსელონაში“ გადასვლა შეაფასა.
34 წლის პოლონელი კატალონიური კლუბის მეკარე 2024 წლის ოქტომბერში გახდა. ბოლო მატჩი მან გუშინ, „ბენფიკასთან“ გამართა და 4 გოლი გაუშვა.
„არ მინდა უკან ვიყურო, რადგან წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა ჩემპიონთა ლიგაში. ფანტასტიკური გუნდები თამაშობენ და ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე უნდა დავრჩეთ, თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ბოლო 6 თვე ჩემთვის გამოწვევა იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის გადაწყვეტილების ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა ვოიცეხმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონელს კარიერა დასრულებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, მისი კარიერის განახლების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
ვოიცეხის გარდა, ბარსელონას კეილორ ნავასის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა არჩევანი შჩესნიზე შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანას საკუთარი თავი კლაუდიო ბრავომაც შესთავაზა.