ოლივეირამ ჰოლოუეი გამოიწვია
ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლოუეის BMF-ის ტიტულისთვის ბრძოლა შესთავაზა.
ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, თუ დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი გადაწყვეტს, რომ შემდეგი ბრძოლა ოქტომბერში გამართოს, მაშინ სურს, რომ „დალოცვილთან“ იჩხუბოს.
„თუ ისლამი ოქტომბერში იჩხუბებს, მე მინდა ეს მანამდე გავაკეთო - ამიტომ რატომ არ შეიძლება გამოვიწვიო მაქსი და მისთვის BMF-ის ტიტულის წართმევა ვცადო? ვფიქრობ, ჩვენ დავიმსახურეთ, რომ ეს ორთაბრძოლა შედგეს“, - თქვა „დუ ბრონქსმა“.
ოლივეირას და ჰოლოუეის პირველი ჩხუბი 2015 წელს გაიმართა, თუმცა ბრაზილიელის ტრავმის გამო, პირველ რაუნდში შეწყდა.
„დუ ბრონქსს“ კარიერის განმავლობაში 46 ბრძოლიდან 35 მოგება აქვს. ბოლოს მან 2024 წლის 17 ნოემბერს, მაიკლ ჩენდლერთან იჩხუბა და დაამარცხა.