მენდესი თოფურიაზე: მისი ფანი ვარ, საუკეთესო კრივი აქვს UFC-ში
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, Submission Radio-ს ეთერში ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
მექსიკელის თქმით, ის ქართველი მებრძოლის ფანია.
„მე მომწონს ეს ბიჭი. მისთვის თვალ-ყურის დევნება საინტერესოა. მომწონს რასაც აკეთებს - მე მისი ფანი ვარ. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო კრივს აჩვენებს. არა მხოლოდ ერთ დივიოზონში, არამედ ყველაში. ასევე მომწონს მისი ლაპარაკის მანერა“, - თქვა მენდესმა.
შეგახსენებთ, რომ ილიამ ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა და ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.