გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგი | პირველზე მამარდაა

ცნობილი სპორტული გამოცემა PLANET FOOTBALL-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

გამოცემა მამარდას 40 მილიონ ევროდ აფასებს. სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. გიორგი მამარდაშვილი - 40 მილიონი ევრო
  2. დიოგუ კოშტა - 40 მილიონი ევრო
  3. დავიდ რაია - 40 მილიონი ევრო
  4. გრეგორ კობელი - 40 მილიონი ევრო
  5. ჯანლუიჯი დონარუმა - 35 მილიონი ევრო
  6. გულიელმო ვიკარიო - 35 მილიონი ევრო
  7. ანდრე ონანა - 35 მილიონი ევრო
  8. მაიკ მენიო - 35 მილიონი ევრო
  9. ლუკას შევალიე - 30 მილიონი ევრო
  10. ედერსონი - 30 მილიონი ევრო

რას წერს გამოცემა მამარდაზე:

რეიტინგის სათავეში საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია, რომელიც ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება. 2024 წელს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გიორგი „ვალენსიაში“ იჯარით დარჩა და აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ბოლო წელიწად-ნახევარია, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ყველამ ნახა მისი შთამბეჭდავი თამაში ევრო 2024-ზე, სადაც მამარდაშვილმა ჯგუფურ ეტაპზე მოგერიებების რეკორდი მოხსნა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლაში.

2023-24 წლების სეზონში ის ლა ლიგის საუკეთესო მეკარე იყო და თავისუფლად შეუძლია „ენფილდზე“ პირველი ნომერი გახდეს და ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს ალისონ ბეკერი, რომელიც ახლაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას შეცვლა მარტივი არ იქნება. ნაპოლი ასე უნდა მოიქცეს“ - კასანო ხვიჩას შემცვლელზე
„კვარას შეცვლა მარტივი არ იქნება. ნაპოლი ასე უნდა მოიქცეს“ - კასანო ხვიჩას შემცვლელზე