ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

„კონტრაქტი მაქვს“ - უსიკი ფეხბურთელობას აპირებს

ცნობილი უკრაინელი მოკრივე, ოლექსანდრ უსიკი ამბობს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელობას აპირებს.

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, მას უკრაინულ „პოლესიესთან“ კონტრაქტი აქვს.

„ისინი უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. მე დიდი ხანია კიევის „დინამოს“ გულშემატკივარი ვარ, რადგან პირველად მატჩს ცოცხლად მათ სტადიონზე ვუყურე. ეს არის კლუბი დიდი ისტორიით,  მაგრამ  „პოლესიემ“  შესაძლებლობა მომცა და მე კონტრაქტი გავაფორმე - მომავალში „დინამოს“ კარებში გოლს გავიტან“, - თქვა უსიკმა.

აღსანიშნავია, რომ „პოლესიეში“ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მაისურაძე თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, უსიკმა ტაისონ ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.

გეტყვით ასევე, რომ უსიკმა ტაისონი ზედიზედ მეორედ დაამარცხა, კარიერაში კი რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ არასდროს დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები 21-ე საუკუნეში - BoxingScene-ს რეიტინგი
საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები 21-ე საუკუნეში - BoxingScene-ს რეიტინგი