ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, ადემოლა ლუკმენი
Aa
Aa

„კვარას შეცვლა მარტივი არ იქნება. ნაპოლი ასე უნდა მოიქცეს“ - კასანო ხვიჩას შემცვლელზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტში ხვიჩა კვარაცახელიას შესაძლო შემცვლელზე ისაუბრა და „ნაპოლის“ რამდენიმე რჩევა მისცა.

რას ამბობს კასანო:

„გარნაჩო ნაპოლიში? გარნაჩო ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია. მაგრამ ის ამჟამინდელ იუნაიტედშიც კი არ არის რეგულარულად სასტარტოს მოთამაშე, ამის გათვალისწინებით, ისეთ ადგილზე უნდა წავიდეს, სადაც მისი მისამართით კიდევ უფრო დიდი წნეხი იქნება. ბუნებრივია, მხედველობაში ნაპოლი მაქვს“.

„მისი ყიდვის მაგივრად, ასეთ რამეს გავაკეთებდი. მე რომ კვარას ტრანსფერში 75 მილიონი ევრო ამეღო, მაშინვე ატალანტაში წავიდოდი. ბერგამოელებს 45-50 მილიონ ევროს მივცემდი და რასპადორისაც დავუმატებდი, სანაცვლოდ კი ლუკმენს წამოვიყვანდი. ის გოლებს იტანს, პასებსაც აკეთებს და გუნდში საუკეთესოდ მუშაობს. თუ არჩევნის გაკეთება მასსა და გარნაჩოს შორის მომიწევდა, აუცილებლად ლუკმანს ავირჩევდი. მგონია, რომ ამ სცენარით ყველა ბედნიერი იქნება“.

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები