„იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე მისგან მოველოდი“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე
ფრანგული გამოცემა LePoint-ის ჟურნალისტმა, ადრიენ მატიომ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, ზურიკოს კარგი მონაცემები აქვს, თუმცა სტაბილურობა აკლია.
რა თქვა მატიომ:
„ზურიკო დავითაშვილი იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე მისგან მოველოდი. როდესაც ლიგა 2-ში, „ბორდოში“ თამაშობდა, არასტაბილური იყო, და ახლაც, ლიგა 1-ში არასტაბილურია. არ მეგონა, თუ 6 გოლს გაიტანდა.
მას შეიძლება ჰქონდეს კარგი მატჩი - გაიტანოს გოლი, გააკეთოს ასისტი, მოატყუოს მცველები - შემდეგ კი სამი მატჩი 10-ქულიანი სისტემით 3-იანზე ან 4-იანზე ჩაატაროს, მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები და ზედმეტი ინდივიდუალიზმი გამოიჩინოს“.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი 2024 წლის ზაფხულში „ბორდოდან“ „სენტ-ეტიენში“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ზურიკომ „მწვანეების“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, თავი კი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.