მერაბ დვალიშვილი, რეი ლონგო
Aa
Aa

„მისი თავიდან მოშორება სცადეს და მონსტრი შექმნეს“ | მერაბის მწვრთნელის კომენტარი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო. ლონგომ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ისაუბრა და „მანქანას“ ნამდვილი მონსტრი უწოდა.

„ყველაფერს, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერაბთან დაკავშირებით ვამბობდით, ასრულდა. ამ ბიჭის თავიდან მოშორება მისთვის ურთულესი ჩხუბების მიცემით სცადეს და საბოლოოდ, მონსტრი შექმნეს. მერაბმა ყველა ტესტი გაიარა და ახლა, UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს.

თავდაჯერება გაეზარდა, მომენტუმი მის მხარეს გადავიდა და თან, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. განსხვავება სწორედ ესაა. მაგალითად შეგვიძლია მისი კარდიო მოვიყვანოთ. მერაბს ყოველთვის მაგარი კარდიო ჰქონდა და ყველაზე მეტს მუშაობდა, მაგრამ როცა ამას ემატება იმის სიყვარული, რასაც აკეთებ, ყველაფერი იცვლება და შენი კარდიო სუპერ ადამიანურ დონეზე ადის.

როცა დვალიშვილი ოქტაგონზე იმყოფება, სტრესს საერთოდ არ გრძნობს. იღლებით, როცა თქვენი საყვარელი მომღერლის კონცერტზე მიდიხართ? რა თქმა უნდა, არა! ბედნიერი ხართ და მერაბიც ასეა. ჩხუბის სიყვარულს მაღალი დონის კარდიო ვარჯიშები ემატება და შედეგი ესაა. ვიცნობ მებრძოლებს, რომლებსაც ტრენაჟორებზე მაგარი კარდიო აქვთ, მაგრამ ოქტაგონზე ყველაფერი იცვლება. რატომ? იმიტომ, რომ სტრესის ქვეშ ექცევიან, დვალიშვილი კი მათ არ ჰგავს. მას უყვარს ოქტაგონზე ყოფნა“.

შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე, დვალიშვილმა ჟოზე ალდო (ყოფილი ჩემპიონი), პიოტრ იანი (ყოფილი ჩემპიონი) და ჰენრი სეხუდო (ოლიმპიური ჩემპიონი, UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ექს-ჩემპიონი) დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le10Sport: კვარას ტრანსფერის პირველი მსხვერპლი ასენსიო იქნება
Le10Sport: კვარას ტრანსფერის პირველი მსხვერპლი ასენსიო იქნება