ისევ გოგას გარეშე | ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო
„ორლანდო მეჯიქს“ რთული პერიოდი უდგას. გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და „ტორონტო რეპტორსთან“ დამარცხდა. ქართველი ცენტრი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება და მეოთხე მატჩი გამოტოვა.
„ორლანდომ“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 37:24 მოიგო. მეორე პერიოდში, „ტორონტომ“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მესამე მეოთხედში კი დომინანტი იყო. „რეპტორსმა“ მესამე თორმეტწუთეულში მეტოქეზე 20-ით მეტი ქულა ჩააგდო და საბოლოოდ, 109:93 იმარჯვა.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა პაოლო ბანკეროს ანგარიშზეა. კენტავიუს კალდუელ-პოუპმა 20 ქულა მიითვალა, გოგას კონკურენტმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა კი ორმაგი დუბლი გააკეთა - 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი. „ტორონტოს“ მხრიდან საუკეთესო არ ჯეი ბარეტი იყო - 19 ქულა, 8 მოხსნა. სკოტი ბარსნსს სამმაგ დუბლამდე 2 ასისტი დააკლდა - 17 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 23 მოგება და 22 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.