გურამ კაშია
Aa
Aa

კაპიტანი გურამ კაშია | სლოვანის მორიგი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი’’ შინ „შტუტგარტთან’’ 1:3 დამარცხდა.

 „სლოვანის’’ კაპიტანი გურამ კაშია იყო, 90 წუთი ითამაშა. არბიტრმა ქართველს 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა. დაცვის ხაზი სამივე გოლის ეპიზოდში შეცდა, სამივე ეპიზოდში ქართველ მცველს უკეთ თამაში მართებდა.

37 წლის ასაკში გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე სადებიუტო სეზონს ატარებს, შვიდივე შეხვედრაში სასტარტოში იყო, ვლადიმირ ვაისმა მხოლოდ ერთხელ შეცვალა (მე-4 ტურში ზაგრების „დინამოსთან’’).

ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კაშიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „სლოვანს’’ მეორედ უკაპიტნა, პირველად მესამე ტურში „ჟირონასთან’’, მეორედ დღეს - „შტუტგარტთან’’.

სამწუხაროდ, „სლოვანმა’’ 7 ტურში 1 ქულაც ვერ მოიპოვა, 0 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი დაკარგული აქვს.

დასკვნით ტურში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი’’ მიუნხენის „ბაიერნს’’ ესტუმრება (30 იანვარი) და ამ მატჩით ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზვონარეკი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა | კიტეიშვილის შტურმის მძიმე მარცხი
ზვონარეკი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა | კიტეიშვილის შტურმის მძიმე მარცხი