არსენალი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

მუქარა ჯერ არ დაბადებულ შვილზე - ჰავერცმა პოლიციაში იჩივლა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედთან ინგლისის ასოციაციის თასზე დამარცხების შემდეგ, კაი ჰავერცის მეუღლემ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

გერმანელმა ფეხბურთელმა წითელ ეშმაკებთან ცუდად ითამაშა და გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენა.

სწორედ ეს გახდა მუქარის მიზეზი, თუმცა საქმე მეტად ამორალურ სიტუაციასთან გვაქვს. ჰავერცის მეუღლე ორსულად არის და მუქარა სწორედ ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე იყო.

არსენალის შემტევმა უმალ პოლიციაში იჩივლა და დამნაშავე ძალიან მალე იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს 17 წლის მოზარდი წერდა.

BBC-ის ინფორმაციით, დამნაშავე გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯერჯერობით მისი სახელი და გვარი არ სახელდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, ჰავერცი და სოფია ერთად 2018 წლიდან არიან, ხოლო გასულ წელს იქორწინეს. სოფიამ ნოემბერში განაცხადა, რომ შვილს ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Sport.es: ფლიკი მუსიალას გაფორმებაზე ოცნებობს
Sport.es: ფლიკი მუსიალას გაფორმებაზე ოცნებობს