სანდრო კალანდაძე
Aa
Aa

მოლ ფეჰერვარი კალანდაძის ტრანსფერზე მუშაობს | მეორე ვარიანტი გამოირიცხა

უნგრული NB1-ის ინფორმაციით, სანდრო კალანდაძემ შესაძლოა თბილისის „დინამო’’ დატოვოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უნგრული კლუბები, „მოლ ფეჰერვარი’’ და ბუდაპეშტის მტკ იჩენენ.

CrystalSport-ის ცნობით, თბილისის „დინამოსა'' და მტკ-ს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მტკ სანდროს დამატებას  სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცენტრალურ მცველს გაყიდის. ამ ეტაპზე მტკ-ს ვარიანტი გამოირიცხა. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, „მოლ ფეჰერვარი'' თბილისის „დინამოსთან'' მოლაპარაკებაშია. საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მოლ ფეჰერვარი'' 21 ქულით მე-7 ადგილზეა.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე თვეში თურქულმა მედიამ სანდრო თურქეთის სუპერლიგის კლუბ „გაზიანთეფს'' დაუკავშირა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, სანდროს სატრანსფერო თანხა 400 000 ევროა.

სანდრო, რომელიც თბილისის „დინამოს’’ საკუთრებაა, კლუბს შეკრებაზე არ გაჰყვა. დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში კლუბს დატოვებს და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.

23 წლის ცენტრალური მცველისთვის უნგრული ფეხბურთი უცხო არაა, 2020-21 წლების სეზონში იჯარით „დიოშგიორში’’ თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში შანსი მხოლოდ სათასო მატჩში მისცეს, ოფიციალურ მატჩებს მეორე გუნდში ატარებდა.

სანდრო კალანდაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2023 წელს ვილი სანიოლმა შანსი ნორვეგიასთან (სასტარტოში) და შოტლანდიასთან (ცვლილებაზე) მისცა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
არასტაბილურია, ზოგჯერ დიდი იმედგაცრუებაა | ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე
არასტაბილურია, ზოგჯერ დიდი იმედგაცრუებაა | ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე