პარიზის გრანდ სლემი - ცნობილია საქართველოს შემადგენლობა
სულ მალე საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში გრანდ სლემიდ აიწყება, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
ლაშა გუჯეჯიანი პარიზში 14 ძიუდოისტით მიფრინავს. აქედან 12 კაცია, 2 ქალი.
შემადგენლობა
60კგ - ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
81კგ - ზაურ დვალიშვილი, კოტე კაპანაძე
-90 კგ - ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი
100კგ - ნიკოლოზ ზაალიშვილი
+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ - სოფიო სომხშვილი
შეგახსენებთ, რომ გასული წლის პარიზის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. გუჯეჯიანს 13 ძიუდოისტი ჰყავდა წაყვანილი და ნაკრები სამშობლოში მხოლოდ 1 მედლით დაბრუნდა. ვერცხლის მედალს 73 კგ კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძე დაეუფლა.
ცნობისთვის, 2025 წლის პარიზის გრანდ სლემი 1-2 თებერვალს გაიმართება.