Sport.es: ფლიკი მუსიალას გაფორმებაზე ოცნებობს
„ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ჯამალ მუსიალას მიმართ ინტერესს იჩენს.
როგორც Sport.es-ი წერს, „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი 21 წლის გერმანელის გაფორმებაზე „ოცნებობს“, რომელსაც „ბაიერნში“ დებიუტი მისი ხელმძღვანელობით ჰქონდა.
როგორც გამოცემა იუწყება, „ბარსელონას“ მიმართ სიმპათია თავად მუსიალასაც აქვს, რადგან ბავშვობაში მისი კეპრი ლიონელ მესი იყო.
მიმდინარე სეზონზე, ჯამალმა ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
გერმანელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონი ევროა.