მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი ომალის დააფინიშებს“ - ჯონ ვუდი მანქანას სამომავლო გეგმებზე

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა Sportskeeda-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის შესაძლო რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, „მანქანა“ „შუგას“ დაფინიშებას შეძლებს.

რას ამბობს ვუდი:

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ რემატჩში მერაბი შონის დაფინიშებას შეძლებს. მართლა ასე ვფიქრობ. ომალი ამ ბრძოლისთვის განსხვავებულად მოემზადება და სხვა სტილით იჩხუბებს, ის უკეთ დახვეწავს სუტს კომპონენტებს, მაგრამ მერაბი ახლა უფრო ძლიერია“.

„ზოგადად, რემატჩები ყოველთვის გაცილებით სახიფათოა. პირველ ბრძოლაში, მერაბს სიურპრიზის ელემენტები ჰქონდა, აქამდე ომალი მერაბის მსგავს მებრძოლთან არ ყოფილა. ამიტომ ახლა ველი, რომ შონი და ტიმ უელჩი (ომალის მწვრთნელი) განსხვავებულ გეგმას შეიმუშავებენ. ეს მერაბის სტილზე იქნება მორგებული, მაგრამ მერაბი ისეთ სწრაფ ტემპს შესთავაზებს, რომ წინა ბრძოლაზე უკეთესი იქნება. რვაკუთხედში რაც არ უნდა მოხდეს, „მანქანა“ ყველაფრისთვის მზად იქნება“.

„როდის დაბრუნდება? კარგი იქნება, თუ რამდენიმე თვე დაისვენებს და ცოტა ხნით სიმშვიდეში იცხოვრებს. მაგრამ ის ვარჯიშს მომდევნო რამდენიმე კვირის შემდეგ დაუბრუნდება. აპრილში ჩხუბი სწრაფი დაბრუნება იქნებოდა, ივნისი კი ყველაზე გონივრული... მაისი, ან ივნისი... აქამდე ტრავმების მოსაშუშებლად და დასასვენებლად საკმარისი დრო იქნება“.

ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მერაბ დვალიშვილს ნათქვამი აქვს, რომ 2025 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს. ერთი ბრძოლა „მანქამამ“ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა, მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, შონ ომალი, ან პიოტრ იანი იქნება. „მანქანა“ ორივე მებრძოლთან საჩხუბრად მზად არის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმარ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ“ | ხაბიბის პირველი კომენტარი
„უმარ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ“ | ხაბიბის პირველი კომენტარი