მანჩესტერ სიტიმ 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა
„მანჩესტერ სიტიმ“ ვიტორ რეისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 19 წლის ბრაზილიელი მცველი „ქალაქელებმა“ „პალმეირასიდან“ დაიმატეს.
რეისთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ის 22 ნომრით ითამაშებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიტის ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა.
Transfermarkt-ზე ვიტორ რეისის ღირებულება 14 მილიონ ევროს შეადგენს.