ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ საბატინი
Aa
Aa

„კვარას შეცვლა მარტივი არ იქნება“ - საბატინი ხვიჩას ტრანსფერზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერსა და მის პოტენციურ შემცვლელზე ისაუბრა.

რას აბობს საბატინი:

„არ მგონია, რომ მისმა წასვლამ სკუდეტოსთვის ბრძოლის ბალანსი დაარღვიოს. თუ „ნაპოლი“ მას მზა პროფილით ჩაანაცვლებს, მაშინ გუნდი ამ მდგომარეობას გადაიტანს და ძლიერად დარჩება. კლუბმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. იმისთვის, რომ კლუბი კონკურენტუნარიანი დარჩეს, შესაბამისი ინვენსტიცის განხორციელება სჭირდება. რამდენიმე სახელი წავიკითხე, რომელიც „ნაპოლისთან“ არის დაკავშირებული. მათ კვარას შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ, მაგრამ არ მგონია ამ ვარიანტებიდან რომელიმე შესაფერისი კანდიდატი იყოს. მისი მემკვიდრეობის ჩაბარება არც თუ ისე მარტივი იქნება“.

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | რა თქვა სამირ ნასრიმ კვარაცხელიაზე
„ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | რა თქვა სამირ ნასრიმ კვარაცხელიაზე