ჯუნეით ჩაქირი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს
Aa
Aa

ჯუნეით ჩაქირი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეით ჩაქირი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს.

უეფას გადაწყვეტილებით, ჩაქირი ბელგიაში, ბრიუგესა და ტურინის იუვენტუსის მატჩზე იმუშავებს.

შეხვედრა 21 იანვარს, ბრიუგეში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მატჩს ფრანგი არბიტრები განსჯიან.

მსგავსი სიახლეები