მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ორი ქართველი ტოპ 5-ში | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა

UFC 311-ის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის Pound for Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) განახლდა. ცვლილებები ქართველ მებრძოლსაც შეეხო და მერაბ დვალიშვილი დაწინაურდა.

უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბამდე, „მანქანა“, UFC-ის საუკეთესო მებრძოლების სიაში, მე-7 პოზიციას იკავებდა, განახლებულ რეიტინგში კი მეხუთე ადგილზე გადავიდა. ამრიგად, UFC-ის Pound for Pound რეიტინგის ტოპ 5-ში ორი ქართველი მებრძოლი იმყოფება. ილია თოფურია - მეოთხეზე, მერაბ დვალიშვილი - მეხუთეზე.

„მანქანამ“ ბელალ მუჰამედსა და დრიკუს დუ პლესის გადაუსწრო. სხვა მხრივ კი ცვლილებები არ გვაქვს. პირველი კვლავინდებურად ისლამ მახაჩევია. მეორეზე ჯონ ჯონსი იმყოფება, მესამე ადგილზე კი ალექს პერეირას ვხედავთ. საინტერესოა, რომ მერაბთან წაგების შემდეგ, უმარი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში დაქვეითდა და მესამე ადგილზეა. მას პიოტრ იანმა გადაასწრო.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. 3-დან ორმა მსაჯმა მერაბს 3 რაუნდი მისცა, ერთმა - ოთხი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლიგა 1-ს ააწიოკებს, მაგრამ...“ | Goal-მა კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა
„ლიგა 1-ს ააწიოკებს, მაგრამ...“ | Goal-მა კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა