ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: მინდა ოლივეირასთან 5-რაუნდიანი ჩხუბი გავმართო

არმან ცარუკიანი, რომელიც ზურგის ტრავმის გამო, UFC 311-ზე, ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ჩაეხსნა, მზად არის დივიზიონის 2 ტოპ მებრძოლი დაამარცხოს, რათა დაამტკიცოს, რომ მოქმედ ჩემპიონთან ბრძოლის უფლება აქვს. ამის შესახებ მან არიელ ჰელვანისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სომეხი მებძოლის თქმის, მზად არის ყველას ებრძოლოს, რადგან საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„თუ მათ უნდათ, რომ მაიკლ ჩენდლერი დავამარცხო, შემდეგ ისევ ჩარლზ ოლივეირა და მერე ისლამ მახაჩევთან ვიჩხუბო ტიტულისთვის, მზად ვარ ეს გავაკეთო. ისლამი მაინც არ დაბრუნდება უახლოეს პერიოდში - მან შეიძლება 6 თვის მერე იჩხუბოს. თუ ისლამი არა, მინდა ოლივეირასთან 5-რაუნდიანი ჩხუბი გავმართო. ჩენდლერიც ძალიან კარგი მებრძოლია და ესეც კარგი ჩხუბი იქნება ჩემთვის. ცოტა ფულს გამოვიმუშავებ, მეტ გამოცდილებას მივიღებ, ასე რომ, კი - მე მზად ვარ მასთან ვიჩხუბო, თუ ოლივეირა ბრძოლაზე უარს იტყვის“, - თქვა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ არმანის ნაცვლად, მახაჩევი რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

ღონისძიების შემდეგ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გეგმები ილიას, არმანს ან ოლივეირას არ უკავშირდება“ - მახაჩევის მენეჯერი
„გეგმები ილიას, არმანს ან ოლივეირას არ უკავშირდება“ - მახაჩევის მენეჯერი