ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ანკალაევი პერეირაზე: UFC-ის ტურნირებზე უფასო ალკოჰოლისთვის დადის

UFC-მ ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევის ჩხუბი დააანონსა, რომელიც 8 მარტს, ლას-ვეგასში, UFC 313-ზე გაიმართება.

ქვემძიმე წონაში UFC-ის რუსმა მებრძოლმა ბრაზილიელ მეტოქეს სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ მიმართა.

„ის UFC-ს ყველა ტურნირზე უფასო ალკოჰოლისთვის და კამერების ყურადღების მისაქცევად დადის. მე ისე მაგრად ვემზადები, რომ 8 მარტს ალკოჰოლი ვერ გიშველის“, - დაწერა ანკალაევმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ალექს პერეირამ 8 დეკემბერს, მაგომედ ანკალაევთან ბრძოლაზე უარი თქვა.

როგორც მისმა წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, 2024 წელი მათთვის ისედაც ზედმეტად დატვირთული გამოდგა და ოქტაგონზე დაბრუნებას თებერვალზე ადრე არ აპირებენ.

პერეირამ ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული 2023 ნოემბერში ირჟი პროხაზკასთან ბრძოლაში მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა - ჯამაჰალ ჰილთან, პროხაზკასთან რემატჩში და ხალილ რანთრისთან ბრძოლაში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმარ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ“ | ხაბიბის პირველი კომენტარი
„უმარ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ“ | ხაბიბის პირველი კომენტარი