ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ვერ ვმოძრაობდი, მთელი ღამე არ მეძინა“ | რატომ ჩაეხსნა ცარუკიანი მახაჩევთან ჩხუბს

UFC 311-ის მთავარი მოვლენა არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. სომეხმა მებრძოლმა ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლას ჩაეხსნა, რის შემდეგაც, მახაჩევი რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა. არიელ ჰელვანისთვის მიცემულ ინტერვიუში, ცარუკიანმა დაზიანების დეტალებზე ისაუბრა და ახნა, რა და როგორ მოხდა.

„ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ოთხშაბათს გამართული ვარჯიშის შემდეგ, დასაძინებლად წავედი და ზურგის ქვედა ნაწილმა შემაწუხა. მთელი ღამე არ დამეძინა და ტკივილგამაყუჩებლები დავლიე, თუმცა, არაფერმა მიშველა.

მომდევნო დღეს, ჩავთვალე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. პრესკონფერენციის შემდეგ, წონის კლება უნდა დამეწყო და სავარჯიშო ველოსიპედზე ვიჯექი, ზურგი გამიშეშდა და ვერ ვმოძრაობდი. უდიდეს ტკივილს ვგრძნობდი და ვერაფერს ვაკეთებდი. UFC-ის ექიმები მოვიდნენ და ჩემი დახმარება სცადეს. მითხრეს, დილით კარგად იქნები, მაგრამ თუ იგივე იგრძენი, ყველაფერი უნდა შეწყვიტოო. 3 კილოგრამი მქონდა დასაკლები, როცა დავიძინე და იმავე ტკივილს ვგრძნობდი. ღამის 5 საათზე, ჩემს მენეჯერს ვუთხარი, ვერ ვმოძრაობ და ასე გაგრძელება არ შემიძლია-მეთქი“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა მოიკანო პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ღონისძიების შემდეგ, UFCის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ორივეჯერ მარცხენა ფეხი ვაჩვენე“ | როგორ მოატყუა მერაბმა სპორტული კომისია
„ორივეჯერ მარცხენა ფეხი ვაჩვენე“ | როგორ მოატყუა მერაბმა სპორტული კომისია