მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ალექსანდრე თოფურია ჩემზე უკეთესი მებრძოლია“ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი თებერვალში UFC 312-ზე ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას მხარდასაჭერად ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გაემგზავრება. ამის შესახებ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერაბ დვალიშვილი:

„გავემგზავრები ავსტრალიაში და ილიას ძმას დავუჭერ მხარს. ალექსანდრე თოფურია ჰქვია და UFC-ში დებიუტი აქვს. ის ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. არ ვიტყვი, რომ ილიაზე უკეთესია, მაგრამ ჩემზე უკეთესი მებრძოლია“.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ალექსანდრე თოფურია (5-1), მერაბის მსგავსად, სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ჩხუბობს. UFC-ში მისი დებიუტი 9 თებერვალს შედგება. „კონკისტადორის“ მეტოქე 26 წლის ავსტრალიელი კოდი ჰადონი (8-1) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გეგმები ილიას, არმანს ან ოლივეირას არ უკავშირდება“ - მახაჩევის მენეჯერი
„გეგმები ილიას, არმანს ან ოლივეირას არ უკავშირდება“ - მახაჩევის მენეჯერი