თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ორი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - შენგელია ვირტუსში საუკეთესო იყო

დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული თორნიკე შენგელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ლამის ერთი თვე ვერ თამაშობდა, თუმცა ძველებური კონდიციების დაბრუნება ოდნავადაც არ გასჭირვებია და კვლავაც გუნდის წამყვანი ფიგურაა. იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის XVI ტურის შეხვედრაში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „კრემონა“ 18-ქულიანი სხვაობით, 81:63 დაამარცხა, 33 წლის ქართველი კალათბურთელი კი თანაგუნდელებს შორის როგორც დაგროვებული ქულების, ასევე მოხსნების რაოდენობით საუკეთესო იყო და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა.

შენგელიამ 21 წუთში 15 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ რვიდან ხუთი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო გამოიყენა. პერიმეტრიდან არც ერთხელ არ უსვრია, ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და რვიდან სამ შემთხვევაში ბურთი თავდასხმაში ასპარეზობისას მოხსნა.

16 თამაშის შემდეგ 12 მოგებითა და 4 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბოლონიელები 23 იანვარს ევროლიგაში საკუთარ დარბაზში „მონაკოსთან“ გამართავენ და მატჩი თბილისის დროით, 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან გვაკლია, ფანტასტიკური კალათბურთელია“ | ორლანდოს ცენტრი გოგას აქებს
„ძალიან გვაკლია, ფანტასტიკური კალათბურთელია“ | ორლანდოს ცენტრი გოგას აქებს