BBC Sport: რაშფორს მანჩესტერ იუნაიტედში თამაში უნდა
მარკუს რაშფორდი იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ განაცხადში ადგილს დაიბრუნებს.
27 წლის გარემარბს 12 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. პრემიერ ლიგის 22-ე ტურში, „ბრაინტონთან“ მარცხის შემდეგ, რუბენ ამორიმმა მისი არყოფნა ასე ახსნა: „არ თამაში - ეს მისი არჩევანია“.
როგორც BBC Sport-ი წერს, წყაროებს კლუბში არ სჯერათ, რომ გუნდის მთავარი მწვთნელი ზუსტად ამას გულისხმობდა. „წითელ ეშმაკებში“ ფიქრობენ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს სურდა უბრალოდ იმის ხაზგასმა, რომ რაშფორდის მომავალი საკუთარ ხელშია.
ინგლისელ ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ რაშფორდს „,მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში უნდა და მას ამორიმთან სერიოზული უთანხმოება არ აქვს - მარკუსი მზად არის მოედანზე გასასვლელად, თუ მას განაცხადში დააბრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ინგლისელი ფეხბურთელი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, მან 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა.