„არ მგონია, რომ ადაპტაციის პრობლემა შეექმნას“ - დემეტრაძე კვარას ტრანსფერზე
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, გიორგი დემეტრაძემ Championat.com-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
რას ამბობს დემეტრაძე:
„ხვიჩა „ნაპოლიში“ საკმაოდ პოპულარული იყო. გუნდმა ჩემპიონობა 33-წლიანი ლოდინის შემდეგ მოიპოვა, ამაში კი ხვიჩა ძალიან დაეხმარა. მან წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ახლა პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა და ისღა დაგვრჩენია, რომ მხოლოდ წარმატება ვუსურვოთ! კვარაცხელია მაღალი დონის ფეხბურთელია და პსჟ-ში კარგად ითამაშებს. არ მგონია, რომ ადაპტაციის პრობლემა შეექმნას. ხვიჩას უკვე დიდი გამოცდილება აქვს“.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.