2 წამში დანებდა, როგორც... - პიმბლეტმა მოიკანო დაამცირა
რენატო მოიკანოს UFC 311-ზე ისტორიული შანსი მიეცა საჩემპიონო ქამარი მოეპოვებინა, მაგრამ ისლამ მახაჩევთან ორთაბრძოლაში პირველივე რაუნდში საბმიშენით დამარცხდა და დაღესტნელმა მებრძოლმა ტიტული კიდევ ერთხელ შეინარჩუნა. ლოს-ანჯელესში გამართულ მეინ-ქარდის მთავარ დაპირისპირებას გამოეხმაურა პედი პიმბლეტი, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და სამხრეთ ამერიკელს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც რენატოს უპასუხოდ არ დაუტოვებია.
პედი პიმბლეტი
ეს რა იყო, ამას რას ვუყურე. ასე მალე ხელი როგორ დაურტყა, 2 წამში დანებდა, როგორც ძუკნა. არადა, მსგავსი შანსი მებრძოლებს ათასში ერთხელ ეძლევათ. ოქტაგონზე თუ შემხვდება, მოიკანოს იმავეს გავუკეთებ, რაც მახაჩევმა გაუკეთა.
რენატო მოიკანო
არც ვიცი სერიოზულად მიმართვის ღირსი არის თუ არა ეს პიმბლეტი. სისულელეებს როშავს. ისეთ შანსს, როგორიც მე მომცეს, მას კარიერაში არასოდეს არავინ მისცემს. საერთოდ არ მაქვს საუბარი იმაზე, თუ რა სამარცხვინო შედეგს დააფიქსირებს, ქარდის წინა დღეს მოწინააღმდეგეს თუ შეუცვლიან.
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი და ილია თოფურია 2022 წელს, UFC 282-ის ეგიდით გასამართი ბრძოლისწინა პრეს კონფერენციაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, როდესაც ბრიტანელმა მებრძოლმა „ელ მატადორს“ ხელის სადეზინფექციო ხსნარი და ესპანური სოსისი უწოდა, რის შემდეგაც ილიამ მასზე გაიწია და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს რომ არ შეეჩერებინათ, პიმბლეტისთვის ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდებოდა.