კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ფეხბურთელები სოციალურ ქსელში - კრიშტიანუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

თანამედროვე ეპოქის საფეხბურთო ვარსკვლავები კლუბებთან გაფორმებული კონტრაქტების გარდა, სერიოზულ ფინანსურ სარგებელს სოციალური ქსელებიდანაც იღებენ. ცნობილმა კომპანია Game Set & Match-მა გამოაქვეყნა პლანეტის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელების შემოსავლები, რომელთაც ისინი Instagram-ზე, Facebook-სა, თუ Twitter-ზე გამოქვეყნებული სტატუსების სანაცვლოდ გამოიმუშავებენ.

რეიტინგის სათავეში პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნებული ერთი სტატუსისთვის 1,4 მილიონ ევროს იღებს. 300 ათასით ნაკლებს, მილიონ ასი ათას ევროს გამოიმუშავებს რონალდუს მთავარი მეტოქე და კონკურენტი ლიონელ მესი, მესამე პოზიციას ნეიმარი (615 ათასი ევრო) იკავებს, რომელიც ლამის ორჯერ მეტს იღებს, ვიდრე მისი ყოფილი თანაკლუბელი კილიან მბაპე (384 ათასი), ხოლო დევიდ ბექჰემი და რონალდინიო, რომელთაც კარიერა დიდი ხანია დაასრულეს, მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ და საკუთარ ბიუჯეტს  შესაბამისად, 298 ათასი და 267 ათასი ევროთი ამდიდრებენ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში გამართულ 21 მატჩში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ცოტა ხნის წინ კი, მან „ალ-ნასრისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და ფეხბურთელობის პარალელურად, კლუბის 5-პროცენტიანი წილის მფლობელიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: ერთ თვეში 40-ის ვხდები, დარწმუნებული იყავით არ გავჩერდები
რონალდუ: ერთ თვეში 40-ის ვხდები, დარწმუნებული იყავით არ გავჩერდები