ნეიმარი
Aa
Aa

სანტოსში დაბრუნებასთან ახლოს - რა აფერხებს ნეიმარს

საუდის არაბეთის ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისთვის „ალ-ჰილალმა“ ნეიმარი განაცხადში არ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის იმედი აღარ აქვთ და მისი გაშვება გადაწყვეტილი ამბავია. სამხრეთ ამერიკელს საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უსრულდება და გამომდინარე იქიდან, რომ მის მშობლიურ გუნდს ტრანსფერის გამოსყიდვის საშუალება არ აქვს, მისი „თევზებში“ იჯარით დაბრუნების ვარიანტი განიხილება.

თავად ფეხბურთელს ერთი და მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი აფერხებს - თუ ის „ალ ჰილალთან“ ხელშეკრულებას ნაადრევად შეწყვეტს, დაკარგავს 65 მილიონ ევროს, რომელიც ხელფასის სახით უნდა მიეღო და არ სურს ამხელა ფინანსური ზარალის მიღება. თუმცა, ამავდროულად არის სპორტული მხარეც და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ბრაზილიის ნაკრებისთვის ნეიმარის ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ალ-ჰილალის“ რიგებში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, რაც ძირითადად იმისა ბრალი იყო, რომ მუხლის ჯვარედინი მყესების უმძიმესი ტრავმის გამო, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადავედი ბარსადან პსჟ-ში? - ნეიმარი რომარიოს საინტერესო თემებზე ესაუბრა
რატომ გადავედი ბარსადან პსჟ-ში? - ნეიმარი რომარიოს საინტერესო თემებზე ესაუბრა