ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანს შანსი კიდევ უნდა მიეცეს - კორმიეს მოსაზრება

UFC-ის ყოფილი მებრძოლისა და ამჟამად MMA-ს სატელევიზიო ექსპერტის პოზიციაზე მომუშავე დანიელ კორმიეს მოსაზრება როგორც გამართულ, ასევე დაგეგმილ და დასაგეგმ ბრძოლებზე ყოველთვის უზომოდ საინტერესოა. კორმიეს ამჯერად მსუბუქი წონითი დივიზიონის პერიპეტიებზე ჰკითხეს, სადაც ორიოდე დღის წინ ისლამ მახაჩევმა ჩემპიონის ტიტული სარეკორდოდ, მეოთხედ დაიცვა და ახლა დენა უაითი მის მომავალ მოწინააღმდეგეზე სრული სერიოზულობით ფიქრობს.

დანიელ კორმიე

სიტუაციასა და ძალთა თანაფარდობას თუ რეალურად შევხედავთ, ვფიქრობ ცარუკიანი ჩემპიონობის პრეტენდენტად ისევ უნდა დარჩეს, რადგან არმანის რატომღაც ბოლომდე მჯერა. მისი გაბარიტებისა და საბრძოლო უნარების გათვალისწინებით, ჩარლზ ოლივეირასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ცარუკიანი მგონია ის ერთადერთი სპორტსმენი, რომელსაც ისლამ მახაჩევისთვის რეალური პრობლემების შექმნა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დენა უაითმა განაცხადა, რომ ცარუკიანისთვის მომდევნო ჩხუბი სატიტულო აღარ იქნება, რადგან მან თავისი შანსი ხელიდან გაუშვა და ახლა ყველაფრის ხელახლა დამტკიცება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატიტულო ბრძოლა? მოცდა მოუწევს - უაითი ცარუკიანზე
სატიტულო ბრძოლა? მოცდა მოუწევს - უაითი ცარუკიანზე