„ხვიჩა პსჟ-ს ძალიან გააძლიერებს“ - სიომინმა კვარას ტრანსფერზე ისაუბრა
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა დამრიგებელმა და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველი შემტევის პსჟ-ში ტრანსფერსა და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული გუნდის შანსებზე ისაუბრა.
რა თქვა სიომინმა:
„არ მგონია, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალ წელს. თუმცა, უდავოა, რომ ხვიჩა გუნდს ძალიან გააძლიერებს, რადგან ის საუკეთესო მოთამაშეა. მან იტალიის ურთულესი ლიგა კარგად გაიარა და იქ საუკეთესო გახდა. ჩემი აზრით, მას პსჟ-ში ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს“.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.